ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში წლის დასკვნითი მასტერსის ტიპის ტურნირი იმართება, რომელსაც პარიზი მასპინძლობს. ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილიც არის წარმოდგენილი.
9-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ნიკოლოზმა "პარიზის მასტერსი" დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
ბასილაშვილის მეტოქე, მასტერსის 1/32-ფინალში, კუენტინ ჰალისი იყო, რომელიც 2-სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:4 დაამარცხა.
პარიზის მასტერსის 1/16-ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჩილიჩი-მუსეტის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, კასპერ რუდი იქნება.