ნიკოლოზ ბასილაშვილი მურსიას ტურნირის ნახევარფინალშია
8 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური მურსიას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. დღეს, ქართველმა მსოფლიოს 1086-ე ნომერმა ჩოგბურთელმა არგენტინელი რეიტინგის 180-ე ჩოგანი მარკო ტრუნგელიტი დაძაბულ სამ სეტიან ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრა 2:43 საათი მიმდინარეობდა. პირველი სეტი ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4:6 დათმო, მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა გათანაბრება მოახერხა და 6:3 მოიგო, ხოლო გადამწყვეტ მესამე სეტში ნიკოლოზი 2:4-ს აგებდა, შემდეგ კი ზედიზედ 4 გეიმის მოგება მოახერხა და საბოლოოდ 6:4 გაიმარჯვა.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი და ტურნირის პირველ ნომრად განთესილ (105) ალბერტ რამოს-ვინოლასსა და ჩინელი მსოფლიო რეიტინგის 174-ე ნომერ იუნჩაოკეტე ბუს შორის გამარჯვებული იქნება.