US OPEN - ჯოკოვიჩი პირველივე ეტაპზე დამარცხდა
ამერიკის ღია პირველობის მთავარი ბადე სენსაციურად დაიწყო, პირველივე 1/64-ფინალურ ეტაპზე ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერია არგენტინელ ATP-ის 49-ე ნომერ მარიანო ნავონესთან 5-სეტიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა - 7:6 (7:5), 5:7, 4:6, 6:2, 6:1. დაპირისპირება 4:40 საათი მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირის პირველივე ეტაპს ბოლოს 2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოეთიშა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს 2003 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც დიდი სლემის მეორე რაუნდში ნოვაკ ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერს ან რაფა ნადალს ვერ ვიხილავთ.
Mariano Navone may have upset Novak Djokovic, but the crowd still rose to their feet for the legend.
— ESPN (@espn) August 31, 2026
Listen to that standing o 👏 pic.twitter.com/IzsVjXCE7e