ალექსანდრ ზვერევი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია!
მსოფლიოს მეორე ნომერმა ჩოგბურთელმა, გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა, ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ადგილობრივი გულშემატკივრების იმედი, ბენ შელტონი, ოთხ სეტში (6:3, 7:6, 5:7, 6:2) დაამარცხა. დაძაბული ორთაბრძოლა 3 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონისთვის, 29 წლის ზვერევისთვის, ეს კარიერაში 26-ე ტიტული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო გრანდ სლემი მან ივნისში, საფრანგეთის ღია პირველობაზე (როლან გაროსი) მოიპოვა.
ეს გამარჯვება ზვერევისთვის ნამდვილი რევანში და რეაბილიტაცია იყო იმ ექვი წლისწინანდელი ტრავმის შემდეგ, როდესაც 2020 წლის US Open-ის ფინალში, დომინიკ ტიმთან 2:0-ს იგებდა, თუმცა მატჩი ხუთ სეტში დათმო.
23 წლის ბენ შელტონს სხვა გეგმები ჰქონდა, საკუთარ ქვეყანაში ის ცდილობდა დაესრულებინა 23-წლიანი პაუზა, მას შემდეგ, რაც ბოლოს ამერიკელმა (კაცმა) დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ენდი როდიკი უკანასკნელი ამერიკელია, ვინც გრანდ სლემი (ამერიკის ღია პირველობა/2003) მოიგო.
ფინალამდე ზვერევს შელტონთან ურთიერთშეხვედრებში 5:0 ანგარიში ჰქონდა და ჩატარებული 11 სეტიდან 10 მოგებული. მთელი მატჩის განმავლობაში მან საკუთარი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო - მესამე სეტში, ხოლო შელტონის მოწოდება ოთხჯერ აიღო (მათ შორის ორჯერ - გადამწყვეტ, მეოთხე სეტში), ასე რომ, ფინალიც ლოგიკურად დასრულდა.
HE DIDN'T REALIZE HE'D WON 🏆
— US Open Tennis (@usopen) September 13, 2026
Alexander Zverev exorcises his 2020 demons and defeats Shelton 6-3, 7-6, 5-7, 6-2 to win his first US Open title! pic.twitter.com/f0Cnl2xvgI