Belive

საბალენკამ დიდი სლემის ბოლო 5 ფინალიდან მეოთხედ წააგო

2 კვირის წინ ჩოგბურთი
2 წთ

უმაღლეს დონეზე საოცარი სტაბილურობის მიუხედავად, არინა საბალენკას „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალებში მძიმე პერიოდი უდგას. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ბოლო ხუთი „მეიჟორის“ ფინალიდან ოთხი დათმო:

ავსტრალიის ღია პირველობა 2025: მარცხი მედისონ კისთან სამ სეტში

როლან გაროსი 2025: მარცხი კოკო გაუფთან სამ სეტში

ამერიკის ღია პირველობა 2025: გამარჯვება ამანდა ანისიმოვაზე

ავსტრალიის ღია პირველობა 2026: მარცხი ელენა რიბაკინასთან სამ სეტში

ამერიკის ღია პირველობა 2026: მარცხი ელენა რიბაკინასთან სამ სეტში

ნიუ იორკში გამართულმა ბოლო ფინალმა ეს უარყოფითი ტენდენცია კიდევ უფრო განამტკიცა. საბალენკა რიბაკინასთან (6:4, 5:7, 6:2) დამარცხდა და ხელიდან გაუშვა შანსი, ზედიზედ მესამედ მოეპოვებინა US Open-ის ტიტული.

არინა საბალენკა მიზნად ისახავდა, გამხდარიყო მხოლოდ მესამე მოთამაშე ღია ერაში, ვინც US Open-ის ტიტულის ზედიზედ სამჯერ მოპოვებას შეძლებდა - ამერიკელების, კრის ევერტისა და სერენა უილიამსის შემდეგ. თუმცა, დღე, რომელიც შესაძლოა ისტორიული გამხდარიყო, ნამდვილ კოშმარად იქცა.

საბალენკას უკვე შეგუებული იყო, რომ US Open-ს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრის სტატუსით დატოვებდა. 2024 წლის 24 ოქტომბრიდან მოყოლებული, პირველ პოზიციაზე გატარებული 99 კვირის შემდეგ, ფინალამდეც ცნობილი იყო, რომ მას ყაზახეთის წარმომადგენელი, ელენა რიბაკინა გადაასწრებდა. რიბაკინა გახდა 30-ე ჩოგბურთელი, რომელმაც 1973 წელს, WTA-ის რეიტინგის შემოღების შემდეგ, პირველი ადგილი დაიკავა.

ელენა რიბაკინას კარიერაში „დიდი სლემის“ 3 ტიტული აქვს მოგებული:

  • უიმბლდონი (2022) - ფინალში ონს ჟაბური დაამარცხა

  • ავსტრალიის ღია ჩემპიონატი (2026) - ფინალში არინა საბალენკას სძლია

  • აშშ-ის ღია ჩემპიონატი (2026) - ფინალში კვლავ არინა საბალენკას მოუგო

ერთადერთი „დიდი სლემის“ ტურნირი, რომელიც მას ჯერ არ მოუგია, საფრანგეთის ღია ჩემპიონატია (როლან გაროსი).

სხვა სტატიები