უიმბლდონმა რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები შეჯიბრზე არ დაუშვა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
"20 აპრილს, უიმბლდონის მესვეურების შეკრება გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები შეჯიბრზე არ დაიშვებიან". - წერს "BBC".უიმბლდონი დიდი სლემებიდან ერთ-ერთია და ის 2022 წელს ივნისში გაიმართება. უიმბლდონზე შემდეგ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ვერ ვიხილავთ: რუსები - დანილ მედვედევი (N2); ანდრეი რუბლევი (N8); კარენ ხაჩანოვი (N26); ასლან კარაცევი (N32). ბელარუსები - არინა საბალენკა (N5); ვიქტორია აზარენკა (N16). შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) არაერთი შეზღუდვები დაუწესა: კერძოდ, ისინი მონაწილეობას ვერ იღებენ საკუთარი დროშის ქვეშ. ასევე გაუქმდა ყველა საერთაშორისო შეჯიბრი რუსეთსა და ბელარუსში. მათ ასევე აეკრძალათ დევისის თასზე მონაწილეობა.