Belive

პირველი მარტივად მოიგო | ბასილაშვილი როლან გაროსის შემდეგ ეტაპზეა

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

19 მაისს, 2025 წლის მესამე დიდი სლემის შეჯიბრმა - როლან გაროსმა აიღო სტარტი და საკვალიფიკაციო ეტაპები 23 მაისს დასრულდება, ძირითად ბადეში კი სპორტსმენები 25 მაისიდან ჩაერთვებიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2025 წლის როლან გაროსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ორი ქართველი - ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე იბრძოდნენ.

მარიამ ბოლქვაძე უკრაინელ მეტოქესთან 2 სეტში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, საქართველოს #1-მა ჩოგანმა, როლან გაროსის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნიდერლანდელი - გის ბრაუერი 2 სეტში - 6:3; 6:2 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, მონაკოელი - ვალენტინ ვაშერო იქნება. აქვე შეგახსენებთ, რომ იმისათვის, რომ ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მოხვდეს, მან კიდევ 2 მატჩი უნდა მოიგოს.

როლან გაროსზე, 33 წლის ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო შედეგი მესამე რაუნდში თამაშია, რაც მან 2017 წელს შეძლო.

სხვა სტატიები