Belive

პანდემიის შემდეგ პირველად - ვუჰანში მასტერსის ტურნირი ბრუნდება

8 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ვუჰანში, 2019 წლის შემდეგ დიდი საჩოგბურთო ტურნირი - ვუჰანის მასტერსი ბრუნდება.

ვუჰანის მასტერსი 2014 წლიდან ქალებში იმართება და მისი გამარჯვებულები წლების განმავლობაში სხვადასხვა საჩოგბურთო ვარსკვლავები იყვნენ, თუმცა ბოლოს ეს შეჯიბრი 2019 წელს ჩატარდა, მას შემდეგ კი კოვიდ პანდემიის გამო შეჩერებული იყო.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განცხადებით, მათ ოფიციალურად მიიღეს ნებართვა, რომ ვუჰანში დიდი ჩოგბურთი დააბრუნონ და ქალაქში საბოლოოდ ყველა პრობლემა აღმოიფხვრა იმისათვის, რომ მათ შეჯიბრს კვლავ უმასპინძლონ.

ასე და ამგვარად, 2024 წლის ვუჰანის მასტერსი სტარტს 7 ოქტომბერს აიღებს და 13 ოქტომბერს დასრულდება.

ვუჰანის მასტერსის წლების განმავლობაში ისეთ წარმატებულ ჩოგბუთელებს მოუგიათ, როგორებიც არიან:

  • პეტრა კვიტოვა (2014, 2016 წლებში)

  • ვენუს უილიამსი (2015 წელს)

  • კარლონა გარსია (2017 წელს)

  • არინა საბალენკა (2018, 2019 წლები)

ვუჰანის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ბელარუსი - არინა საბალენკაა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია.

სხვა სტატიები