Belive

უიმბლდონი - 1/4-ფინალური შეხვედრების პრევიუ

4 წლის წინ ჩოგბურთი
6 წთ
2019 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირზე, უიმბლდონზე, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო 1/4-ფინალური შეხვედრები გაიმართება:

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. დავიდ გოფინი 

პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის მეოთხედფინალური გზა ბელფიელ დავიდ გოფინს გადაეკვეთა, შეხვედრის ერთპიროვნული ფავორიტი, რა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბი მიმდინარე უიმბლდონისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. სანამ უიმბლდონი დაიწყებოდა, ექსპერტების აზრით ყველაზე დიდი ჩემპიონობის შანსი სწორედ ნოლეს მიენიჭა, ეს ყველაფერი ახლაც ასეა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჯოკოვიჩს უიმბლდონზე ჯერ არ ჰყოლია ისეთი მეტოქე, რომელთანაც საკუთარი ძალების რეალურ დემონსტრირებას მოახდენდა (კოლშრაიბერი, კუდლა, ჰურკაჩი და უმბერტი - ნოლეს მეტოქეები). ჩამოწოდების მხრივ ნოლე საკმაოდ კარგად აწვდის, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში მან მხოლოდ 3 ეისის შესრულება შეძლო, სერბი ასევე კარგად პოზიციონირებს კორტზე. რაც შეეხება დავიდ გოფინს, უკანასკნელ პერიოდში ბელგიელი ნამდვილად კარგ ჩოგბურთს აჩვენებს. გოფინს არა ძალიან, მაგრამ საკმაოდ რთული გზა ჰქონდა ამ ეტაპამდე გასავლელი. სანამ უიმბლდონი დაიწყებოდა, დავიდ გოფინმა ჰალეში მიმდინარე ტურნირზე გოფინმა საკუთარი მზაობა ბალახის საფარიან კორტზე სათამაშოდ კარგად დაამტკიცა, მან ფინალური შეხვედრა ითამაშა, სადაც ლეგენდარული შვეიცარიელი მაესტროს წინააღმდეგ დამარცხდა. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მეტოქეს 5:2-ს უგებს, უკანასკნელი შეხვედრა 2017 წელს გაიმართა, რომელშიც გოფინმა გაიმარჯვა.  

გუიდო პელა Vs. რობერტო ბაუტისტა-აგუტი

უიმბლდონის დაწყებამდე ვერც თავად გუიდო პელა და ვერც მისი ქომაგები ვერ წარმოიდგენდნენ თუ თიხაზე სათამაშოდ "შექმნილი" პელა 4 რაუნდს გადალახავდა და 1/4-ფინალში იასპარეზებდა. არგენტინელი მსოფლიოს 26-ე ნომერია მისი მეტოქე კი რობერტო ბაუტისტა-აგუტია, რომელიც პირველად იასპარეზებს უიმბლდონის 1/4-ფინალში. ორივე ჩოგბურთელი კარგ ფორმაშია, ამის დასტურად თუნდაც მარტივი მიზეზია, არცერთი მათგანი არ განეკუთვნება ბალახის საფარზე კარგად მოასპარეზე ჩოგბურთელების სიას, შესაბამისად კარგი ფორმისა და მომგებიანი თამაშის ჩვენების გარეშე ამ ეტაპზე ვერცერთი მათგანი ვერ გააღწევდა. პელამ გასული წლის ფინალისტი კევინ ანდერსონი დაამარცხა, რაც ყველაზე მთავარია მის ოთხივე მეტოქეს (კოპილი, სეპი, ანდერსონი, რაონიჩი) შესანიშნავი მოწოდება აქვს, რომელსაც არგენტინელი კარგად იღებდა. თავად პელა კარგად ვერ აწვდის, შესაბამისად ცალსახაა, რომ მას გათამაშებებში საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს. ბაუტისტა-აგუტზე აუცილებლად აღსანიშნი ფაქტია, რომ მას არცერთი სეტი არ წაუგია ისეთ მოთამაშეებთან როგორებიც არიან - გოიოვჩუკი, დარსისი, ხაჩანოვი და პერი. ესპანელი პირველ მოწოდებას პროცენტულად საკმაოდ კარგად აწვდის, რაც მის თამაშს კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის, ის ასევე გათამაშებებშიც კარგად გამოიყურება გამჭოლი ფორჰენდითა და ბექჰენდით. ექსპერტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ბაუტისტა-აგუტია მიჩნეული. ურთიერთშეხვედრა აღნიშნულ ორ ჩოგბურთელს შორის აქამდე არ ყოფილა.  

კეი ნიშიკორი Vs. როჯერ ფედერერი 

კეი ნიშიკორი ამჟამად მსოფლიოს მე-7 ნომერია, როგორც წესი დიდი სლემის ტურნირებზე ის "შესანიშნავი ტრიოს" გარდა ყველა ჩოგბურთელს ტოლს არ უდებს, თუმცა 1/4-ფინალში მის მეტოქედ აღნიშნული ტრიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი წარმომადგენელი - როჯერ ფედერერი იქნება. შვეიცარიელმა მაესტრომ უიმბლდონის პირველ შეხვედრაში 1 სეტი ჯორჯ ჰარისის წინააღმდეგ დათმო, რაც მისთვის "გამომაფხიზლებელი" აღმოჩნდა და მას შემდეგ ყველას უშანსოდ გაუსწორდა, რაც შეეხება უკანასკნელ შეხვედრას მან ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მატეო ბერეტინი დაამარცხა, რომელიც ბალახის საფარზე საოცარ სეზონს ატარებდა და რეიტინგშიც დიდი სისწრაფით მიიწევს წინ. ამ გამარჯვებამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან მატეო ბერეტინის ფერერმა 5 გეიმი დაუთმო და 3 სეტი მხოლოდ საათსა და 15 წუთში მოუგო. ფედერერი ბრწყინვალე ჩოგბურთს თამაშობს ყველანაირ ასპექტში, ასევე იაპონელ ჩოგბურთელზეც შეიძლება იმავეს თქმა, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში კეიმ კუკუშკინის წინააღმდეგ არც ისე დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. ურთიერთშეხვედრებში 10 გამართული თამაშიდან 7 ფედერერის სასარგებლოდ დასრულდა, 3 კი იაპონელმა ჩოგბურთელმა მოიგო.

სემ კიურეი Vs. რაფაელ ნადალი 

სემ კიურეი უკანასკნელი წლების განმავლობაში უიმბლდონზე ფენომენალურად ასპარეზობს. წლევანდელ ტურნირზე მან ყველაზე მეტი ეისი მოაწოდა და მხოლოდ 1 გეიმი წააგო მესამე რაუნდში ჯონ მილმანთან, სხვა არცერთ მეტოქეს მისთვისთვის ბრეიკი არ შეუსრულებია. რაც შეეხება რაფას ის შესანიშნავ ფორმაშია, მას მხოლოდ 1 სეტი აქვს წაგებული ნიკ კირგიოსის წინააღმდეგ. უკანასკნელი ორი შეხვედრა მატადორმა ბრწყინვალედ ჩაატარა, მეტოქეები ყველანაირ ასპექტში დაჯაბნა და 1/4-ფინალურ ეტაპზეც გავიდა. იმ შემთხვევაში თუ ნადალი გაიმარჯვეს და ანალოგიურ შედეგს დააფიქსირებს ფედერერიც, ქომაგები 2008 წლის დრამატული მატჩის შემდეგ მათ დაპირისპირებას უიმბლდონზე პირველად იხილავენ. ურთიერთშეხვედრებში ნადალს ამერიკელი 4-ჯერ ჰყავს დამარცხებული, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთხელ, მაგრამ უკანასკნელ შეხვედრაში დამარცხდა.

სხვა სტატიები