Belive

ნადალი: "ჯოკოვიჩი მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია და ციფრები ამას ადასტურებს..."

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა და 22 სლემის გამარჯვებულმა - რაფა ნადალმა, ესპანურ მედიასთან თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა და ამასთანავე, ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი დაასახელა.

რაფა ნადალის აზრით, ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩია და ამ ყველაფერს უკვე ციფრებიც ადასტურებს.

"მიზანი, რომელიც მას ამ სპორტის სახეობაში აქვს დასახული, ჯერ კიდევ წინაა. მიუხედავად იმისა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს 24 სლემი აქვს მოგებული, იგი ჯერ კიდევ დამშეულია, რომ კარიერის ბოლომდე რამდენიმე სლემის ტურნირი მოიგოს.

ნოვაკისთვის იმედგაცრუება არ არსებობს. შეიძლება ერთ კონკრეტულ ტურნირზე დამარცხდეს, თუმცა გამოვა და ამ დამარცხებას უდიდეს გამარჯვებად აქცევს.

მინდა ვაღიარო და საჯაროდ ვთქვა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელია, ამ ყველაფერს ციფრებიც ამტკიცებს..." - რაფა ნადალი

გარდა ნოვაკ ჯოკოვიჩისა, რაფა ნადალმა ჩოგბურთის მომავალზე და მის თანამემამულეზე - კარლოს ალკარასზეც ისაუბრა.

"პირადად მე არასდროს არავინ მინახავს ისეთი დიდი ტალანტის მქონე, როგორიც კარლოსია. კარლოსს აქვს ჩოგბურთის წარმოუდგენელი ცოდნა, ის არის სრული მოთამაშე ყველა გაგებით.

მე ვერ ვხედავ მასში იმ სისუსტეებს, როგორიც მის ასაკში მე მქონდა. მას აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმოუდგენელი კარიერა ჰქონდეს."
- რაფა ნადალი

რაფაელ ნადალმა ბოლოს 5 იანვარს ავსტრალიაში ბრისბენის ტურნირზე იასპარეზა, ესპანელი ჩოგბურთელი 1/4-ფინალში ჯორდან ტომპსონის წინააღმდეგ სამსეტიან ბრძოლაში დამარცხდა.

სხვა სტატიები