Belive

ენდი მარი: "ნადალთან და ჯოკოვიჩთან თამაში მომენატრა"

3 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ავსტრალიაში 1-ელ იანვარს სტარტს ბრისბენის საჩუგბურთო ტურნირი აიღებს, რომელიც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კორტს რაფაელ ნადალი დაუბრუნდება. ბრისბენის ტურნირში მონაწილეობას ბრიტანელი ენდი მარიც მიიღებს, მან უკანასკნელი სავარჯიშო სესია სწორედ ნადალთან ერთად ჩაატარა. ბოლო წლებში მარი ჯოკოვიჩსა და ნადალს ძალიან იშვიათად ხვდება, ვარჯიშის შემდეგ მან განაცხადა, რომ აღარც კი ახსოვს ის შეგრძნება, რომელსაც ამ ორ ჩოგბურთელთან დაპირისპირება იწვევს.

ცხადია, რომ კვლავაც მსურს მათთან თამაში, კარგი იქნება თუ ეს დიდი ტურნირების ბოლო ეტაპებზე მოხდება. სიმართლე რომ ვთქვა, მომენატრა მათთან დაპირისპირება და მიჭირს იმ გრძნობის გახსენება, რასაც ეს შეხვედრები იწვევდა. ისიც არ ვიცი ბოლოს როდის შევხვდი მათ - განაცხადა ენდი მარიმ

მარისა და ჯოკოვიჩის 36 შეხვედრიდან ბოლო 2022 წელს, მადრიდის მასტერსზე შედგა. ენდისა და რაფას ბოლო დაპირისპირება კი ამავე ტურნირზე 2016 წელს გაიმართა და ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ერთობლიივი სავარჯიშო სესიის შემდეგ, ნადალმა და მარიმ საკუთარ სოციალურ ქსელებში ერთმანეთს პოსტები მიუძღვნეს.

View this post on Instagram

A post shared by Andy Murray (@andymurray)

ენდი მარი ბრისბენის ტურნირს ერთ-ერთი ფავორიტის, გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყებს, ნადალის მეტოქე კი პირველი წრის შემდეგ გაირკვევა. 36 წლის ბრიტანელმა დიმიტროვის მისამართითაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები და აღნიშნა, რომ გრიგორმა წინა შეხვედრა ძალიან მარტივად მოუგო და ახლა გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ მისი ბარიერი გადალახოს.

სხვა სტატიები