Belive

სინერმა ჯოკოვიჩი დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში გავიდა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იტალიელი, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი, როლან გაროსის ფინალში გავიდა. სინერმა პარიზში, როლან გაროსზე, მე-6 ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი 3 სეტში (6-4, 7-5, 7-6) დაამარცხა.

სინერი საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში პირველად გავიდა, მან წელს უკვე მოიგო დიდი სლემის ტურნირი - იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე. ახლა როლან გაროსის ფინალში, პირველი და მეორე ნომრების დაპირისპირებას ვიხილავთ (სინერს კარლოს ალკარასი შეხვდება).

სინერმა ჯოკოვიჩს პირად დუელებში გადაუსწრო და ახლა ანგარიში 6:5-ია იტალიელის სასარგებლოდ, ხოლო კარლოს ალკარასი მას 7:4-ს უგებს, მათ შორის ბოლო დაპირისპირება ესპანელმა რომში, სწორედ თიხის საფარზე მოიგო.

სხვა სტატიები