Belive

იანიკ სინერი რომის მასტერსის ფინალშია

15 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რომის მასტერსის 1/2-ფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა იანიკ სინერმა მე-9 ნომერი დანილ მედვედევი სამ სეტში 2:1 დაამარცხა. პირველი სეტი იტალიელის გამარჯვებით 6:2 დასრულდა, შემდეგ რუსმა ჩოგბურთელმა ანგარიში გაათანაბრა (5:7), ხოლო გადამწყვეტ სეტში სინერმა ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო და ეს მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა (6:4). დაპირისპირება 2:34 საათი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეხვედრა გუშინ დაიწყო, მაგრამ წვიმის გამო გადაიდო და დღეს დასრულდა.

იანიკ სინერი ფინალში ხვალ რეიტინგის 25-ე ნომერ კასპერ რუდს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ რომის ტურნირი 1000 ქულიანია და საპრიზო ფონდი 8,235,540 ევროა.

სხვა სტატიები