Belive

ამერიკის ღია პირველობაზე ალკარასის მეწყვილე ემა რადუკანუ იქნება

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მომდევნო დიდი სლემის წყვილთა თანრიგში ვარსკვლავურ დუეტს ვიხილავთ. გასულ კვირას გამოცხადდა, რომ აგვისტოში, აშშ-ის ღია პირველობის განახლებულ შერეულ წყვილთა ტურნირზე, კარლოს ალკარასი და ემა რადუკანუ ერთად ითამაშებენ.

რადუკანუს წყვილში თამაში კარლოსმა შესთავაზა და როგორც შემდეგ აღნიშნა, ემას 'დრო დასჭირდა პასუხის დასაბრუნებლად'. რადუკანუმ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

როდესაც კარლოსისგან შემოთავაზება მივიღე, დათანხმებას იმწამსვე ვაპირებდი, თუმცა ფორმალურად მაინც უნდა მეკითხა ჩემი მწვრთნელისთვის, გადაწყვეტილება მხოლოდ მე არ მიმიღია.

კარლოსს წლებია ვიცნობ, ჯერ კიდევ 2021 წლის უიმბლდონზე შევხვდი პირველად. ჩვენი მეგობრობა 2021 წლის აშშ-ის ღია პირველობით გაგრძელდა. ხალხი ჩვენზე ამბობს, რომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები (იცინის), მიხარია, რომ ინტერნეტსივრცე ამით ერთობა და ჩვენც გვართობს. - განაცხადა ემა რადუკანუმ

გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, თუ რას შეძლებენ რადუკანუ და ალკარასი ერთად თამაშისას. ალკარასმა ცოტა ხნის წინ 'ქუინსზე' გაიმარჯვა და წაუგებელი მატჩების სერია 17-დე გაზარდა. ამასობაში, 22 წლის ბრიტანელი რადუკანუ, ტრავმების შემდეგ WTA ტურში ბრუნდებ და უიმბლდონზე წარმატებულ გამოსვლას გეგმავს.

სხვა სტატიები