სინერის მორიგი ისტორიული მიღწევა - იტალიური ჩოგბურთის ისტორია დაწერილია
22 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა - იანიკ სინერმა, იტალიური ჩოგბურთის ისტორია დაწერა.
კერძოდ კი, იანიკ სინერმა ზედიზედ 17 მატჩი მოიგო და ადრიანო პანატას რეკორდი გააუმჯობესა (ზედიზედ 16 მოგებული მატჩი). სინერი ისტორიაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერიის მქონე იტალიელი ჩოგბურთელი გახდა.
Jannik Sinner passes Panatta as the Italian man with the longest win streak in history.
— The Tennis Letter (@TheTennisLetter) March 10, 2024
17.
Rewriting the history books. 🇮🇹🦊 pic.twitter.com/k2VlhG7HEp
შეგახსენებთ, რომ 22 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა 2024 წელს კარიერაში პირველი სლემის ტიტული, კერძოდ კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.
მას შემდეგ მან ეგრევე პირველივე შეჯიბრზე თავი კვლავ გამარჯვებებით გამოიჩინა და როტერდამის 500 ქულიანი შეჯიბრიც მოიგო. ახლა კი იგი ინდიან ველსის 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბენ შელტონი იქნება.