ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ჩელენჯერი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს #2 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნეაპოლში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე იღებს მონაწილეობას. ნეაპოლის ჩელენჯერის საპრიზო ფონდი €148 625 ევროს შეადგენს, ხოლი შეჯიბრის გამარჯვებული 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნეაპოლის ტურნირის ძირითად ბადეში დაიწყო ასპარეზობა და 1/16-ფინალში მისი მეტოქე, ტუნისელი - აზიზ დუგაზი იყო, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 233-ე ჩოგანია.
მიუხედავად პირველ სეტში მარცხისა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩის შემობრუნება შეძლო და საკუთარი ძალა მეორე სეტის სტარტზევე იგრძნო. ქართველმა ჩოგბურთელმა ტუნისელი მეტოქე მეორე სეტში 6:1 გაანადგურა და მატჩი დისაიდერსში გადაიყვანა.
საბოლოოდ მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა - 4:6; 6:1; 7:6 და ქართველი ჩოგბურთელი ნეაპოლის 125-ქულიანი შეჯიბრის 1/8-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალში ნიკოლოზის მეტოქე, შეჯიბრის მეხუთე ნომრად განთესილი ფრანგი ჩოგბურთელი - კორენტინ მუთე იქნება.