ფინალში ერთმანეთს იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ATP TOUR-ის შანხაის 1000 ქულიანი ტურნირის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. ფინალური ეტაპის მატჩი, რომელიც ხვალ (13 ოქტომბერს) 12:30 საათზეა დაგეგმილი, მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელ, იანიკ სინერსა და ამ დროისთვის ნომერ მეოთხე ჩოგბურთელ, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გაიმართება.
ნახევარფინალურ შეხვედრებში იანიკ სინერმა ტომაშ მაჩახი 2-სეტიან შეხვედრაში 2:0 (6:4, 7:5) დაამარცხა, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასევე 2 სეტში სძლია ტეილორ ფრიცს (6:4, 7:6 (8:6))
სანამ ფინალი ჩატარდება აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სინერი წლის ბოლომდე ATP-ის ნომერ პირველი ჩოგბურთელი იქნება, ის ამ მიღწევით გახდა პირველი იტალიელი, რომელმაც აღნიშნულ შედეგს მიაღწია.
JANNIK.
— Tennis TV (@TennisTV) October 12, 2024
NOVAK.
FOR THE TITLE 🏆 pic.twitter.com/nAgyjoc7wE