Belive

შთამბეჭდავი დაბრუნება 139 დღის შემდეგ | კარლოს ალკარასი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზე გავიდა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლოს ალკარასმა ჩოგბურთში დაბრუნება ბრწყინვალე გამარჯვებით აღნიშნა. ესპანელმა, ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში, რომან საფიულინი სამ სეტში, (6:4, 6:4, 6:4) დაამარცხა. ეს ესპანელისთვის პირველი ერთეულთა მატჩი იყო 139 დღის განმავლობაში. მსოფლიოს მეორე ჩოგანს, მაჯის ტრამვის გამო, 2026 წლის აპრილიდან არ ჰქონდა ნათამაშები. დაბრუნებამდე, მის სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობდა, მაგრამ კარლოსმა ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, მის ფორმასთან დაკავშირებული მცირედი ეჭვიც კი გააქრო.

ალკარასი თავიდანვე შესანიშნავად გამოიყურებოდა და მძალვრ ფორჰენდს აქტიურად იყენებდა. პირველი სეტი, ალკარასმა 6:4 მოიგო. მეორე სეტის დასაწყისში, სიტუაცია გართულდა, როდესაც მან საკუთარი ჩაწოდება დაკარგა, მაგრამ ესპანელმა მესამე გეიმში ბრეიქი თავადაც შეასრულა. ალკარასმა მეორე სეტიც, პირველის მსგავსად, 6:4 მოიგო. მესამე სეტში ესპანელი უკვე სრულიად აკონტროლებდა შეხვედრას. მისმა აგრესიულმა თამაშმა შედეგი გამოიღო. ალკარასმა, სათამაშო უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და მატჩი სამ სეტში დაასრულა.

ბოლო ხუთი თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო. მენატრებოდა შეჯიბრება, გულშემატკივრები და ეს ენერგია. მენატრებოდა კონკურენცია. ყველაფერი მენატრებოდა. არ მოგატყუებთ, მატჩის განმავლობაში გარკვეული ეჭვები ნამდვილად მქონდა. ვცდილობდი, ამ ყველაფერზე არ მეფიქრა და უბრალოდ სიამოვნება მიმეღო. - თქვა ალკარასმა მატჩის დასრულების შემდეგ

ამ გამარჯვებით, მსოფლიოს მეორე ჩოგანი ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა, სადაც მას პორტუგალიელი ჟაიმე ფარია ელოდება.

სხვა სტატიები