Belive

კარლოს ალკარასი: "ბასილაშვილთან მეორე სეტი ამერიკული მთებივით იყო"

8 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ვენის 500-ქულიანი ტურნირის (Erste Bank Open) მერვედფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოს ალკარასი გადაეკვეთნენ. რეიტინგის მესამე ნომერმა ესპანელმა, ქართველი ჯოგბურთელი, 2 სეტში (6:1 | 7:6) დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საოცრად დაძაბული გამოვიდა მეორე სეტის ტაიბრეიკი, სადაც ალკარასმა (13:11) გაიმარჯვა.

ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშე. ზოგადად, დასაწყისიდან ბოლო ქულამდე კარგ ჩოგბურთს ვთამაშობდი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამოსვლით.

პირველ სეტში ვგრძნობდი, რომ ბურთს კარგად ვუდგებოდი. ვგრძნობდი, რომ მას არ შეეძლო თავისი სტილით თამაში და ჩემთვის დიდი ზიანის მოყენება, რადგან ძალიან თავდაჯერებული ვიყავი.

მეორე სეტიც კარგად დავიწყე, ზუსტად ისე, როგორც პირველი, მაგრამ შემდეგ, დაახლოებით 3:2 ანგარიშზე, საკუთარ მოწოდებაზე რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მისი დონე გავზარდე და მივეცი საშუალება, რომ მატჩში დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო - საკუთარ მოწოდებებზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

რა თქმა უნდა, ტაიბრეიკი „ამერიკული მთებივით“ (არასტაბილური) იყო: მასაც ჰქონდა მარტივი ბურთები სეტის მოსაგებად, მეც მქონდა სამი ადვილი ბურთი მატჩის მოსაგებად. საბოლოოდ, შესაძლებლობები ვერ გამოვიყენე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვიბრძოლე ბოლომდე და საბოლოოდ ეს სტრესული სეტი მოვიგე. - განაცხადა კარლოს ალკარასმა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გასულ კვირას, ATP ტურის შეჯიბრის ფინალში გასვლა 2022 წლის შემდეგ პირველად შეძლო, თუმცა ფინალში დანილ მედვედევთან დამარცხდა (ალმათის ტურნირზე).

ალკარასი მეოთხედფინალში ამერიკელ ტომი პოლს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები