შანხაის მასტერსის 1/64-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ადრიან მანარინოს დაუპირისპირდება
3 საათის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე (1/64-ფინალში) ადრიან მანარინოს შეხვდება, დაპირისპირება ხვალ, 7 ოქტომბერს 09:30 საათზეა ჩანიშნული.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგის 124-ე ნომერია, ხოლო მანარინო 83-ე. ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ამერიკელი ანდრე ილაგანი და ფინალში კანადელი ლაიამ დრაქსლი დაამარცხა.
ადრიან მანარინოს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერ ფლავიო კობოლის დაუპირისპირდება.