Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

13 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ანდრე ილაგანი 3 სეტში - 3:6, 7:6 (7:1), 5:7 დაამარცხა. დაპირისპირება 2:23 საათი მიმდინარეობდა. ქართველ ჩოგბურთელს 11 ეისი ჰქონდა 9-ის წინააღმდეგ, მაგრამ ასევე უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა ორმაგი შეცდომის მხრივ, ბასილამ 7-ჯერ დაუშვა ორმაგი შეცდომა, ილაგანმა კი 3-ჯერ. ნიკოლოზი ამ დროისთვის ATP-ის 124-ე ნომერია, მისი მეტოქე კი 194-ე.

ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში მსოფლიო რეიტინგის 219-ე ნომერ ლაიამ დრაქსლს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შანხაის მასტერსი 1000 ქულიანია და მისი საპრიზო ფონდი 9 415 725 მილიონი დოლარია.