Belive

სენსაცია რომის მასტერსზე - ნოვაკ ჯოკოვიჩი 1/16 ფინალში დამარცხდა

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რომის მასტერსის 1/16 ფინალში სენსაცია დაფიქსირდა, სერბი ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩილელ ალეხანდრო ტაბილოსთან ორ სეტში დამარცხდა.

შეხვედრა 1:08 საათი მიმდინარეობდა, ნოვაკი 2:6, 3:6 დამარცხდა.

რეიტინგის პირველმა ნომერმა ტურნირზე 1 მეტოქის დამარცხება მოასწრო.

ჩილეს წარმომადგენელმა ATP რეიტინგის 32-ე ნომერმა პირველ რაუნდში იანიკ ჰანფმანი დაამარცხა, მომდევნო შეხვედრას კი კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები