"ალკარასი უკვე ჩვენი სპორტის ლეგენდაა" - რაფა ნადალი
4 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ყოფილმა ლეგენდარულმა, ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფა ნადალმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც კარლოს ალკარასსა და ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა.
ჟურნალისტებმა რაფას არაერთი კითხვა დაუსვეს, რაზეც ნადალმა ამომწურავად უპასუხა:
ალკარასი არ არის ამომავალი ვარსკვლავი ან ნიჭიერი ჩოგბურთელი, მას შვიდი დიდი სლემი აქვს, ის უკვე ჩვენი სპორტის ლეგენდაა. თუ გადავხედავთ ყველა დიდ ისტორიულ მოთამაშეს, ცოტაა ისეთი, ვინც შვიდი მთავარი ტურნირი მოიგო. ავსტრალიაში მან მაღალი დონის, დაძაბული მატჩი ჩაატარა, რომელშიც ასაკობრივი სხვაობა აშკარა იყო, მაგრამ თითოეული მოთამაშე საკუთარი ძლიერი მხარის წარმოჩენას შეეცადა. ფინალის ყურება ძალიან მომეწონა.
ალკარასის ამჟამინდელ ჯოკოვიჩთან შედარება იგივეა, რაც დღევანდელი მესი შევადაროთ ბარსელონაში მოთამაშე, მაშინდელ მესის, ან იგივეს ვიტყვი კრიშტიანუზე. მე არასდროს მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი, რომ ერთი მეორეზე უკეთესია, თითოეული მოთამაშის კარიერა ყველაფერს ძალიან კარგად აღწერს.
ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ჯოკოვიჩი ჯერ კიდევ მწვერვალზეა და ალკარასიც აღნიშვნის ღირსია, რადგან მას ჩოგბურთი წარმოუდგენელ დონეზე აჰყავს.
ჩემი კარიერა ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. მე უფრო დიდხანს ვთამაშობდი, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ახლა ბედნიერი ვარ და ვხედავ თუ როგორ წარმატებულად ასპარეზობენ ჩემი კოლეგები. - რაფა ნადალი
Rafa Nadal: "Alcaraz es ya una leyenda de nuestro deporte" https://t.co/rUkmwMhxuU pic.twitter.com/brVyYBu3Vv
— Europa Press TV (@europapress_tv) February 10, 2026
შეგახსენებთ, რომ რაფა ნადალმა პროფესიონალური კარიერა ოფიციალურად 2001 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო და 2024 წელს დაასრულა.
სულ ლეგენდარულ ესპანელს 92 ATP-ის ტიტული აქვს მოგებული, დიდი სლემის ტურნირებს რაც შეეხება რაფას 22 ტიტული უფიქსირდება, ესენია: როლან გაროსი - 14, ამერიკის ღია პირველობა - 4, უიმბლდონი - 2, ავსტრალიის ღია პირველობა 2.