Belive

საქართველოს ნაკრები ვილნიუსში დევისის თასზე იასპარეზებს

3 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ვილნიუსში 29 იანვარს გაემგზავრა და 3 თებერვალს ორ მატჩს გამართავს ერთეულთა თანრიგში, ხოლო 4 თებერვალს ერთ მატჩს წყვილთა თანრიგში და ორ მატჩს ერთეულთა თანრიგში. ნაკრების უცვლელი მწვრთნელია დავით კვერნაძე.

დევისის თასის მატჩები გაიმართება 3 და 4 თებერვალს. მატჩები საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. ვილნიუსიდან მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური მედია პარტნიორი ბილაივი.

შეგახსენებთ, 2023 წლის სექტემბერში გამართული მატჩის შედეგად, სადაც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა, ნაკრებმა უფლება მოიპოვა, 3-4 თებერვალს World Group 1 Play Off-ში ლიეტუვას დაუპირისპირდეს. ლიეტუვას დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შესაძლებლობა ექნება World Group 1 გადავიდეს, მომდევნო მატჩი 2024 წლის სექტემბერში გამართოს და მოგების შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალ ჯგუფში ( Qauilifiers ) გადავიდეს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ვერ შეძლებს ლიეტუვას ნაკრებთან მოგებას, 2024 წლის სექტემბერში მსოფლიო ჯგუფ 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას.




სხვა სტატიები