Belive

საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის წყვილთა თანრიგში ლიეტუვა დაამარცხა

2 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, დევისის თასზე მონაწილეობს.

დღეს წყვილთა თანრიგში ალექსანდრე ბაკშიმ და ალექსანდრე მეტრეველმა ლიეტუველების ტადას ბაბელისის და ედას ბუტვილასის წყვილი 1:2 დაამარცხეს. პირველი სეტი ქართველების გამარჯვებით 5:7 დასრულდა, მეორე სეტში ლიეტუვის ნაკრებმა 6:4 მოიგო, მესამე გადამწყვეტ სეტში კი ქართულმა წყვილმა 4:6 გაიმარჯვა.

დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართება, ოღონდ ამჯერად ერთეულთა თანრიგში. რიკარდას ბერანკისი საბა ფურცელას შეხვდება - მატჩი 16:55 საათზეა დაგეგმილი. 18:35 საათზე ზურა ტყემალაძე ვილიუს გაუბასს დაუპირისპირდება.

ვილნიუსიდან მატჩების ტრანსლირებას უზრუნველყოფს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალური მედია პარტნიორი ბილაივი.

სხვა სტატიები