Belive

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება ბილი ჯინ კინგის თასზე

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, პორტუგალიის ქალაქ ოეირასში მიმდინარე "ბილი ჯინ კინგ თასის" ტურნირზე ასპარეზობა წარმატების დაიწყო.

ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის, B-ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებისა და ირლანდიის დაპირისპირება შედგა, რომელიც ქართველი ჩოგბურთელების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

პირველ შეხვედრაში, სოფია შაფათავასა და სინედ ლოჰანის დაპირისპირება გაიმართა. შაფათავა მეტოქეს 7:6 (8:6), 0:4 ამარცხებდა, როდესაც მეორე სეტში ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა. მეორე დაპირისპირებაში ეკატერინე გორგოძემ სელინ სიმუნიუს 6:3, 6:7 (1:7), 6:1 მოუგო. რაც შეეხება წყვილთა თანრიგს - გორგოძისა და ძალამიძის დუეტმა ლოჰანი და სიმუნიუ მარტივად (6:3, 6:3) დაამარცხა.

11 აპრილს, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები