Belive

საქართველოს ნაკრები ბილი ჯინ კინგის თასზე პორტუგალიასთან დამარცხდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

Billie Jean King Cup-ის პლეი-ოფში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა.

ერთეულთა თანრიგის პირველ მატჩში სოფია შაფათავამ ინეს მურთასთან ორ სეტში, ანგარიშით 3:6, 6:7 წააგო.

მეორე შეხვედრა კი ეკატერინე გორგოძემ ფრანსისკა ჟორჟესთან ასევე ორ სეტში, ანგარიშით 7:5, 6:3 დათმო.

საქართველოს ნაკრებმა Billie Jean King Cup-ზე 4 დაპირისპირების მოგება შეძლო - ქართველმა ჩოგბურთელებმა ირლანდიას, სამხრეთ აფრიკას, ლიეტუვასა და კოსოვოს აჯობეს.

სხვა სტატიები