საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასზე კოსოვო დაამარცხა
პორტუგალიის ქალაქ ოეირასში მიმდინარე “ბილი ჯინ კინგ თასის” ტურნირზე, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მორიგი - რიგით მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ირლანდიის (2:1), სამხრეთ აფრიკის (3:0) და ლიეტუვას (2:1) ბარიერის გადალახვის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა (3:0).
- საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ბილი ჯინ კინგის თასზე
- საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა
- საქართველოს ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის თასზე მესამე გამარჯვება მოიპოვა
ერთეულთა თანრიგის პირველ დაპირისპირებაში სოფია შაფათავამ ადრიანა ლეკაი 2-სეტში (6:2, 6:1) დაამარცხა. მატჩი შაფათავას სრული დომინირებით მიმდინარეობდა და ლოგიკური შედეგით დასრულდა.
ერთეულთა თანრიგის რიგით მე-2 შეხვედრაში, ეკო გორგოძე არლინდა რუშიტის დაუპირისპირდა. გორგოძემ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 2-სეტში დაამარცხა (6:1, 6:2).
მესამე შეხვედრა წყვილთა თანრიგში შედგა. ნათელა ძალამიძისა და ოქსანა კალაშნიკოვას დუეტი აია ბროქისა და ფორტა მორინას წყვილს დაუპირისპირდა. მატჩი ამ შემთხვევაშიც საქართველოს ნაკრების სრული დომინირებით წარიმართა და 2-სეტში (6:1, 6:1) დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ B-ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდება. A და B-ჯგუფების საუკეთესოები I ჯგუფში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.