ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში უიმბლდონის 1/4-ფინალშია
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ოქსანა კალაშნიკოვა, უიმბლდონის წყვილთა თანრიგში, ბელარუს ჩოგბურთელ - ირინა შიმანოვიჩთან ერთად, 1/4-ფინალში გავიდა.
ქართულ-ბელარუსულმა წყვილმა 1/8-ფინალში ბელარუს-ბრაზილიურ წყვილს 2 სეტში: 4:6 6:7 (8:10 ტაიბრეიკში) აჯობა.
ოქსანა კალაშნიკოვა და ირინა შიმანოვიჩი, უიმბლდონის 1/4-ფინალში დოულჰიდისა (აშშ) და ჟანგის (ჩინეთი) წყვილს დაუპირისპირდებიან.
მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.