საბა ფურცელაძემ ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა და ჩინეთის ტურნირის მომდევნო ეტაპზეა
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ, ჩინეთში მიმდინარე ჩელენჯერის 1/8 ფინალში ბრიტანელი ბილი ჰარისი, რომელიც ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი 2 სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. საბამ მეტოქეს 1:26 საათში სძლია - 4:6, 6:7 (5:7)
ტურნირი ქალაქ შენჟენში მიმდინარეობს და 100-ქულიანია, რომლის საპრიზო ფონდი 133 250 დოლარია.
მომდევნო ეტაპზე საბა ფურცელაძე ჩინელ იან ბაის დაუპირისპირდება, შეხვედრა 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 426-ე ნომერია.
First Top 150 win 🫡 🇬🇪
— ATP Challenger Tour (@ATPChallenger) October 16, 2024
Saba Purtseladze defeats Harris 6-4, 7-6 to reach the quarter-finals in Shenzhen#ATPChallenger pic.twitter.com/nskWlux46N