Belive

საბა ფურცელაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების პირველი და ლაივ რეიტინგში მსოფლიოს 473-ე ჩოგანი, 22 წლის საბა ფურცელაძე, ITF შარმ ელ-შეიხის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა 1/4-ფინალში ტურნირის მეორე ნომრად განთესილი ლატვიელი ჩოგბურთელი და მსოფლიოს 372-ე ჩოგანი - რობერტ სტრომბაქსი 2 სეტში: 6:2 6:3 დაამარცხა.

საბა ფურცელაძის განვლილი გზა და მომავალი მეტოქე

25 ქულიანი შეჯიბრის ნახევარფინალურ ეტაპზე, საბა ფურცელაძეს უკრაინელი მეტოქე - ვადიმ ურსუ ეყოლება. მატჩი 11 ნოემბერს არის ჩანიშნული, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ქართველი ჩოგბურთელი 12 ნოემბერს ითამაშებს.

სხვა სტატიები