Belive

პირველი მარცხი ბოლო 7 მატჩში - ბასილაშვილი იაპონიის ჩელენჯერს გამოეთიშა

3 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს პირველმა ნომერმა- ნიკოლოზ ბასილაშვილმა, იაპონიის ჩელენჯერზე ასპარეზობა 1/8-ფინალში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მაცუიამას 75-ქულიან ტურნირზე ასპარეზობდა, რომლის საპრიზო თანხაც 82 000 დოლარს შეადგენს.

ბასილაშვილი იაპონელ მეტოქესთან ფავორიტი იყო, თუმცა მატჩის გამარჯვებული შინტარო მოჩიზუკი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი ზუსტად საათნახევარი გაგრძელდა, სადაც ბასილაშვილი 2 სეტში: 6:4; 6:4 დამარცხდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი შეჯიბრი იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მომდევნო, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 6 მოგებული მატჩის შემდეგ, პირველი მარცხი იწვნია.

სხვა სტატიები