Belive

საბა ფურცელაძე ITF M15 Sharm ElSheikh 6-ის ჩემპიონი გახდა

9 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს პირველი ჩოგანი, 22 წლის საბა ფურცელაძე ITF M15 Sharm El Sheikh 6-ის ჩემპიონი გახდა.

22 წლის ქართველმა ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო და მარტივი გამარჯვება მოიპოვა, 1/8-ფინალშიც ძალიან მარტივად მოუგო ეგვიპტელ სპორტსმენს, 1/4-ფინალში კვლავ ეგვიპტელი მეტოქე შეხვდა, რომელსაც 6:2; 6:4 მოიგო. ნახევარფინალში ფურცელაძემ ასევე ეგვიპტელი ჩოგბურთელი - ამირ ასრავი დაამარცხა, ხოლო ფინალში კი ფურცელაძეს პოლონელი მეტოქე ჰყავდა, სადაც მან პირველი სეტი დათმო, მეორე სეტში 6:3 იმარჯვა, ხოლო საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებული ტაიბრეიკში გადაწყდა, სადაც ფურცელაძემ მეტოქე 10:8 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საბა ფურცელაძისთვის ეს ტიტული კარიერაში მეოთხეა.

სხვა სტატიები