უეცარი ტრავმა და დიდი დარტყმა - არინა საბალენკა უიმბლდონს ჩაეხსნა
ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე წარმოშობით ბელარუსი ჩოგბურთელი და ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანი - არინა საბალენკა, 2024 წლის უიმბლდონს გამოტოვებს.
მიზეზი მხრის ტრავმაა, რომელიც საოცარ ფორმაში მყოფმა ჩოგბურთელმა ვარჯიშზე მიიღო. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მხარზე მიიღო უიშვიათესი ტრავმა, რომელიც საკმაოდ რთულად მოსაშუშებელია.
Sabalenka reacts to here withdrawal on Instagram.
— José Morgado (@josemorgado) July 1, 2024
Just terrible to see. #Wimbledon pic.twitter.com/8EvMZJal62
არინა საბალენკა 2024 წელს ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა. მან წლის დასაწყისში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, რომელიც მის კარიერაში მეორე დიდი სლემის შეჯიბრი იყო.
საბალენკა 2023 წლის უიმბლდონის ნახევარფინალისტია, შესაბამისად ამ ტრავმის გამო, მას მსოფლიო რეიტინგში საკმაო რაოდენობის ქულები დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის ძირითადმა ბადემ 1 ივლისს აიღო სტარტი და 14 ივლისს დასრულდება.