Belive

შეგნებული წაგება და საეჭვო ფსონები - რუსი ჩოგბურთელი თამაშის შემდეგ დააკავეს (ვიდეო)

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
რუსი ჩოგბურთელი, იანა სიზიკოვა როლან გაროსზე ჩატარებული საეჭვო შეხვედრის გამო დააკავეს. 26 წლის მოთამაშე თამაშის ჩაწყობაშია ეჭვმიტანილი. როგორც ფრანგული Le Parisien იტყობინება, გამოძიება "აქტიური და პასიური სპორტული კორუფციისა" და "ორგანიზებული თაღლითობის" მუხლით დაიწყო. რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, იანა როლან გაროსის წყვილთა თანრიგის მეორე წრეში ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად თამაშობდა. რუსი ჩოგბურთელები რუმინელი წყვილის, ანდრეა მიტუსა და პატრისია მარია ტიგის წინააღმდეგ 2 სეტში - 7:6; 6:4 დამარცხდნენ. მაშინ, როდესაც მეორე სეტში ანგარიში 2:2 გახდა, გეიმში ჩაწოდება სწორედ სიზიკოვას უწევდა. შესვენების დროს პოზიციაზე "ბრეიკი" ასიათასობით ევროს ფსონები განთავსდა. მართლაც, რუსმა ჩოგბურთელებმა საკუთარი ჩაწოდება დათმეს, სიზიკოვამ კი 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და დანარჩენ გათამაშებებშიც საეჭვოდ მოქმედებდა.

იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები