Belive

როლან გაროსი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში უშანსოდ დამარცხდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის 2021 წლის გათამაშებას მეორე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ესპანელ ტალანტ, კარლოს ალკარასთან 3 სეტში - 4:6; 2:6; 4:6 დამარცხდა და საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულა. სამწუხაროდ, ნიკოლოზი ახალგაზრდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ თითქმის ყველა კომპონენტში დაიჩაგრა. ალკარასმა შეხვედრის მანძილზე 10 ეისი შეასრულა (არცერთი ბასილაშვილმა) და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა (4-ის წინააღმდეგ) დაუშვა. ბასილაშვილს ალკარასის წინააღმდეგ 16 ვინერსი დაუგროვდა, რითაც მეტოქეს საგრძნობლად ჩამორჩა (27). გარდა ამისა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა კარლოსის წინააღმდეგ 33 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგად როლან გაროსზე კვლავ 1 მოგება რჩება. 29 წლის ქართველი დიდი სლემის ტურნირზე მეორე წრეზე შორს არასდროს გასულა.

სხვა სტატიები