Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის 1/2-ფინალშია

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიაში, ვერონას 100-ქულიანი ჩელენჯერის ტურნირში იღებს მონაწილეობას, სადაც მეოთხედფინალური შეხვედრის მოგება მოახერხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/2-ფინალური ეტაპის საგზური ნიდერლანდელი იესპერ დე იონგის წინააღმდეგ მოიპოვა, ქართველმა მეტოქე 3 სეტში 6:4, 4:6 და 6:1 დაამარცხა, დაპირისპირება 2:20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ATP-ს ლაივ რეიტინგში 32 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 398-ე ნომერია, ხოლო ნიდერლანდელი დე იონგი 107 ადგილს იკავებს.

ვერონას ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 120,950 ევროა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 1/2-ფინალში უგო დელიენსა და ვილიუს გაუბასს შორის გამარჯვებული შეხვდება.

სხვა სტატიები