რეკორდი მოხსნილია - ჯოკოვიჩმა ჩოგბურთის ისტორიაში მორიგი გენიალური მიღწევა დააფიქსირა
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა არაერთი საჩოგბურთო რეკორდი მოხსნა, ერთ-ერთი იყო ის ფაქტი, რომ იგი 200 კვირაზე მეტია მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელია და ეს აქამდე არავის გაუკეთებია.
თუმცა ნოვაკი ამ ყველაფერს არ დასჯერდა და ის მორიგ ისტორიულ რეკორდს აფიქსირებს - ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა (36 წლის და 321 დღის), რომელიც ATP-ის რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს. სერბმა ტერმინატორმა გენიალური როჯერ ფედერერის რეკორდი მოხსნა (36 წლის და 320 დღის).
ეს საჩოგბურთო რეკორდია, როგორც კაცებში ასევე ქალებში - ქალებში რეკორდი სერენა უილიამსს ეკუთვნის, რომელიც რეიტინგის სათავეში 35 წლისა და 230 დღის ასაკში იდგა.
HISTORIC❗
— TENNIS (@Tennis) April 7, 2024
🇷🇸 @DjokerNole has broken the record for oldest player to be ranked #1 in ATP rankings history, at 36 years and 321 days young as of today. 💥🎉👏
Djokovic surpasses Federer's previous record of 36 years and 320 days when he last held the top ranking in 2018:
ზოგადად, 30 წლის ასაკში მსოფლიოს პირველი ნომერი სულ რამდენიმე ჩოგბურთელი ყოფილა.
ჯოკოვიჩი (36 წლის)
ფედერერი (36 წლის)
ანდრე აგასი (33 წლის)
რაფაელ ნადალი (33 წლის)
ჯონ ნიუკომბი (30 წლის)
ჯიმი კონორსი (30 წლის)
ივან ლედლი (30 წლის)
ენდი მიურეი (30 წლის)