Belive

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ლიონში - ბასილაშვილი 1/4-ფინალშია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ქალაქი ლიონი, ჩელენჯერის ტურის 100-ქულიან შეჯიბრს მასპინძლობს, რომელიც 10-16 ივნისის პერიოდში გაიმართება. შეჯიბრის საპრიზო ფონდი €120,950 ევროა.

ლიონის ჩელენჯერზე ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, მას შემდეგ კი 2-გამარჯვება მოიპოვა და ძირითად ბადეში გადაინაცვლა.

ძირითად ბადეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ დაპირისპირებაში, შეჯიბრის მე-8 ნომრად განთესილი შვეიცარიელი ჩოგბურთელი დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა.

დღეს კი ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 222-ე ჩოგბურთელი, ფრანგი - მაქსიმ ჟანვიერი 2 სეტში: 5:7; 1:6 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილ ჰიუგო გასტონსა და ფრანგ - კლემენ ტაბურს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები