Belive

რამდენს გამოიმუშავებენ ჩოგბურთელები ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე?

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

12-დან 19 ნოემრის ჩათვლით ტურინში ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი გაიმართება. ჯამური საპრიზო ფონდი 15 მილიონი დოლარი იქნება, გამარჯვებულს შეუძლია იმდენი თანხა გამოიმუშავოს, რამდენიც ნებისმიერი დიდი სლემის ტურნირის მოგებას აღემატება.

8 მოთამაშიდან თითოეული 325 500 დოლარს მიიღებს, მხოლოდ იმის გამო, რომ რეიტინგის საუკეთესო რვა მოთამაშეს შორის არიან. ჯგუფურ ეტაპზე ყოველი გამარჯვება პლუს 390 000 დოლარს ნიშნავს, ფინალურ ეტაპზე გასვლის ჯილდო 1 105 000 დოლარით განისაზღვრა, ჩემპიონის პრიზი კი 2 201 000 დოლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თუ მოთამაშე დაუმარცხებლად გახდება ჩემპიონი, ისევე როგორც ეს შარშან ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოახერხა, საპრიზო ფონდი 4 801 500 დოლარი იქნება, რაც უპრეცედენტო თანხაა ჩოგბურთის ისტორიაში.

იხილეთ საუკეთესო 8 ჩოგბურთელის სია, რომლებიც შემაჯამებელ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას:

View this post on Instagram

A post shared by Nitto ATP Finals (@nittoatpfinals)

სხვა სტატიები