Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსის ფინალში დამარცხდა

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

19 წლის ჩეხი ჩოგბურთელი, იაკუბ მენშიკი არასდროს დაივიწყებს დღევანდელ დღეს, რადგან მან კარიერაში პირველი ATP ტიტული მოიგო და ეს ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გააკეთა. საქმე ისაა, რომ ნოვაკს ძალიან კარგი სვლა ჰქონდა და ყველა ელოდებოდა, რომ კარიერაში მისი მე-100 ტიტული სწორედ მაიამიში გაფორმდებოდა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა - მატჩი 2 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა, ჩეხმა ჩოგბურთელმა 2 სეტში (7:6 | 7:6) მოიგო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (კარლოს ალკარასის შემდეგ, რომელიც 18 წლის იყო), რომელმაც მაიამიში ჩემპიონობა იზეიმა. აღსანიშნავია, რომ მენშიკმა ტაიბრეიკებიც ერთნაირი ანგარიშით მოიგო (7:4).

მატჩი თითქმის 6 საათით გადაიდო წვიმის გამო, ახალგაზრდა ჩეხ ჩოგბურთელს კიდევ უფრო მეტი დრო მიეცა მოსამზადებლად, რადგან მან ნახევარფინალური მატჩი უფრო გვიან გამართა. 2005 წელს, როცა მენშიკი დაიბადა, ნოვაკი უკვე ATP ასეულის წევრი იყო.

იაკუბ მენშიკი გახდა პირველი მოთამაშე საკუთარი ქვეყნიდან (ტომაშ ბერდიხის შემდეგ - 2005 წელი, პარიზი), რომელმაც 1000-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები