Belive

ჯოკოვიჩმა როლან გაროსის მატჩი ღამის 3 საათზე მოიგო

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საფრანგეთის ღია პირველობის მესამე რაუნდის მატჩში, მოქმედი ჩემპიონი და დიდი სლემის 24-გზის ტიტულის მფლობელი ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა. შეხვედრა მოულოდნელად 5-სეტიანი აღმოჩნდა და ნოვაკის გამარჯვებით (7-5, 6-7, 2-6, 6-3, 6-0) დასრულდა.

როლან გაროსის ორგანიზატორებმა შეხვედრა შაბათ საღამოს 22:45 წუთზე ჩანიშნეს. მათ 2 დამატებითი მატჩი უნდა ჩაეტარებინათ მთავარ კორტებზე, რადგან ამ კორტებს გადახურვის შესაძლებლობა აქვთ და მათ არ უნდოდათ წინა დღეების ტენდენცია გაგრძელებულიყო და თამაში წვიმას ჩაეშალა. სამაგიეროდ ვერ იწინასწარმეტყველს ის, რომ დაპირისპირება 4 საათსა და 29 წუთს გაგრძელდებოდა. ჯოკოვიჩმა გამარჯვება ღამის 3 საათზე იზეიმა.

ვფიქრობ, რომ გარკვეული საკითხები სხვაგვარად შეიძლებოდა მოგვარებულიყო.
დილის სამ საათზე მატჩის მოგება გარკვეული სილამაზეა, თუ ეს ტურნირის ბოლო შეხვედრაა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა.

ფიზიკურად მე ნამდვილად მივაღწიე ჩემს ზღვარს. როცა 20-ზე მეტ დარტყმიან გათამაშებაში ხარ დილის 2 საათზე და ძალიან ცივა - ნამდვილად რთული პირობებია. ვინ თამაშობს დილის ორ საათზე? - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამარჯვების შემდეგ

ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის მე-4 რაუნდში არგენტინელს, 23-ე ნომრად განთესილ ფრანჩისკო სერუნდოლოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები