Belive

რაფაელ ნადალი ჩოგბურთს იანვარში დაუბრუნდება

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ერთწლიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი, რაფაელ ნადალი იანვარში ბრისბენის ტურნირზე ითამაშებს.

დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება, ATP ტურში ბოლო სეზონს ჩაატარებს. ნადალმა უკანასკნელი შეხვედრა 2023 წლის დასაწყისში, მელბურნში ითამაშა, სწორედ მაკენზ მაკდონალდთან შეხვედრაში მიიღო ტრავმა, რომელმაც 1 წელი გამოატოვებინა.

37 წლის ჩოგბურთელმა სოციალურ მედიაში დაბრუნების თარიღი დაადასტურა:

ტურნირებისგან 1-წლიანი ჩამოშორების შემდეგ, ჩემი დაბრუნების დროა. ეს მოხდება ბრისბენში, იანვრის პირველ კვირას, იქ შევხვდებით - ამბობს რაფაელ ნადალი ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში

ბრისბენის ტურნირი ნადალს ავსტრალიის ღია პირველობისთვის მომზადებაში დაეხმარება, ესპანელს კარიერაში ავსტრალიის დიდი სლემი 2-ჯერ აქვს მოგებული, 2009 და 2022 წლებში. ბოლოს, მელბურნის ფინალში ნადალმა მედვედევი დაამარცხა, ამის შემდეგ კი საფრანგეთის ღია პირველობაც (როლან გაროსი) მოიგო, "თიხის მეფემ" საფრანგეთში 14-ჯერ იზეიმა ჩემპიონობა.

სხვა სტატიები