Belive

რაფაელ ნადალი ბაშტადის ფინალში დამარცხდა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ესპანელი, ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ბაშტადის ტურნირის ფინალში პორტუგალიელ ნუნუ ბორჟეშთან დამარცხდა.

რაფამ შვედეთში გამართული შეხვედრა 2 სეტში და 1:28 საათში დათმო, პირველი სეტი პორტუგალიელმა 6:3 მოიგო, ხოლო მეორე სეტი 6:2.

სხვადასხვა წყაროს ცნობით ნადალი წლის ბოლოს პროფესიონალურ კარიერას ასრულებს, რადგან ბოლო პერიოდში ესპანელ ჩოგბურთელს სხვადასხვა ტრავმებმა შეაწუხა, სწორედ ეს იყო ავსტრალიის ღია პირველობის და უიმბლდონის გამოტოვების მიზეზი.

გამარჯვებული პორტუგალიელისთვის ეს ATP-ის პირველი ტიტულია, რომელიც 250 ქულიანია. ნუნუ ბორჟეში მსოფლიოს 51-ე ჩოგანია, ხოლო რაფა ნადალი 261-ე და მისთვის ეს ATP-ის 131-ე ფინალი იყო.