Belive

რაფაელ ნადალი 19 თებერვალს დოჰას ტურნირზე დაბრუნდება

10 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

რაფაელ ნადალი ტრავმის შემდეგ 19 თებერვალს დოჰას ATP 250-ის ღონისძიებაზე დაბრუნებას გეგმავს.

კატარის ტურნირზე წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით მონაწილეობას მიიღებენ: დანიილ მედვედევი, ანდრეი რუბლევი, ენდი მარი. რაფაელ ნადალისთვის დოჰაზე მონაწილეობა როგორც ჩანს როლან გაროსისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება, რომელიც ესპანელ ლეგენდას 14-ჯერ აქვს მოგებული.

რაფაელ ნადალმა ბოლოს 5 იანვარს ავსტრალიაში ბრისბენის ტურნირზე იასპარეზა, ესპანელი ჩოგბურთელი 1/4-ფინალში ჯორდან ტომპსონის წინააღმდეგ სამსეტიან ბრძოლაში დამარცხდა.

სხვა სტატიები