Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ფედერერთან გამარჯვების შემდეგ

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა - ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა. დრამატული შეხვედრა 3-სეტიანი გამოდგა, სადაც პირველი წაგებული სეტის შემდეგ ნიკოლოზმა მოახერხა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:6; 6:1; 7:5 დაფიქსირდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა, 2 გამართული მატჩიდან ჩოგბურთელებს ერთმანეთის პირისპირ თითო-თითო გამარჯვება ერიცხებათ. ამ გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 42-ე პოზიციას იკავებს, 36,940$ გამოიმუშავა. დოჰას ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობით ნიკამ ასევე 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ცნობისთვის, ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი Live რეიტინგში 39-ე პოზიციამდე აღზევდა, ოფიციალური რეიტინგი განახლებული კვირიდან დაიდება, რომელსაც ტრადიციულად, იხილავთ Live.ge-ზე.

სხვა სტატიები