Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიუსელის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, რეიტინგის 77-ე ნომერი, ფრანგი კვენტინ ჰალისი იყო. ბასილაშვილმა ჰალისს 2 სეტში, ერთნაირი ანგარიშით (6:4 | 6:4) მოუგო.

შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. ჩოგბურთელებს შორის მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ბასილაშვილმა 6-დან ექვსივე ბრეიკპოინტი გადაარჩინა, ხოლო ჰალისმა 8-დან მხოლოდ ექვსი (თითო სეტში ერთი ბრეიკი გაუშვა).

ფრანგს უნებლიე შეცდომებიც გაცილებით მეტი ჰქონდა - 13 ხუთის წინააღმდეგ, ეისებში კი ნიკოლოზს აჯობა (12/7). მატჩში მხოლოდ 4 ორმაგი შეცდომა იყო - ბასილაშვილმა ერთხელ გააფუჭა ორივე ჩაწოდება.

მერვედფინალში, ქართველის მეტოქე ისევ ფრანგი, რეიტინგის 37-ე ნომერი, პერიკარდ მპეტში იქნება. შეხვედრა 16 ოქტომბერს გაიმართება.

სხვა სტატიები