რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა AU OPEN-ის ძირითად ბადეში გასვლით?!
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს 210-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ფრანჩესკო პასარო (105) 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3 დაამარცხა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
იტალიელ მეტოქემდე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯერ ავსტრალიელი მეტოქე - კრუზ ჰიუიტი დაამარცხა, შემდეგ კი რუს - ალიბეკ კაჩმაზოვს აჯობა.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯამურად 156,000 ავსტრალიური დოლარი გამოიმუშავა, რაც $96 661 აშშ დოლარია.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი - $21,989 აშშ დოლარი
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - $30,785 აშშ დოლარი
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი - $45,235 აშშ დოლარი.
ავსტრალიის ღია პირველობის 1/64-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 49-ე ჩოგანი, 19 წლის იაკუბ მენშიკი (ჩეხეთი) იქნება. მატჩი კვირას, 12 იანვარს, გაიმართება.