ნიკოლოზ ბასილაშვილი Croatia Open-ის 1/8-ფინალშია
4 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
Croatia Open Umag-ის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 85-ე ჩოგანი, რობერტო კარბალეს ბაენა (ესპანეთი) 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა.
1/8-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე დინო პრიჟმიჩი (143) ან ელმერ მიოლერი (107) იქნება.
Croatia Open-ის მოქმედი ჩემპიონი ფრანსისკო სერუნდოლოა, რომელმაც ფინალში ლორენცო მუსეტის მოუგო.
Croatia Open Umag-ზე პირველ ნომრად განთესილი ფრანსისკო სერუნდოლოა, მეორე ლუჩანო დარდერია, მესამე კი - კამილო უგო კარაბელი.