Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

გერმანიაში შტუტგარტის 250-ქულიანი ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს, ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში მსოფლიოს 176-ე ჩოგანი უგო გრენიე 3-სეტიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი სეტი ფრანგმა ჩოგბურთელმა მარტივად 6:2 მოიგო, მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა სადაც ნიკოლოზმა სამი მატჩ პოინტი მოიგერია და 6:7 (11:13) გაიმარჯვა, მესამე სეტი კი ქართველმა დამაჯერებლად და მარტივად მოიგო 2:6. დაპირისპირება 2:08 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ATP-ის 92-ე ნომერი, ავსტრალიელი ჯეიმს დაქვორთი იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებს.

შტუტგარტის ტურნირი როგორც უკვე გითხარით 250-ქულიანია და საპრიზო ფონდი 751 630 ევროა.

სხვა სტატიები